Friday, March 4, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე ძალიან ნაყოფიერი იყო-გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო, მოვუსმინეთ და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
 ტრენინგის კურსი საინტერესო და აქტუალური იყო. ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები. ამ ცოდნის გარეშე შეუძლებელია მივყვეთ დროის მოთხოვნებს განათლების სფეროში, მივცეთ ის ცოდნა და იმ ფორმებით მოსწავლეებს, რაც თანამედროვე მსოფლიოში მათთვის გამოყენებადი და საინტერესო იქნება.
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო კურსის წარმართველის, ქ-ნ ნინო კაჟაშვილის მიმართ, რომელმაც იშვიათი პედაგოგიური უნარის გამოყენებით შემაძლებინა სასურველი ცოდნის მიღება.

No comments:

Post a Comment