Saturday, February 27, 2016
მერვეე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც საინტერესო იყო-კვირეების მიხედვით აღვწერეთ აქტივობათა მსვლელობები, ვისწავლეთ გუგლ-ფორმების მიხედვით ონლაინ-გამოკითხვების წარმოება.ძალიან მომეწონა გამოკითხვების ჩატარება და განთავსება მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომად.
Friday, February 26, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, განვიხილეთ ბლოგის ტექნიკური მხარე-ვისწავლე სხვადასხვა გაჯეტის დამატება და განვათავსე საკუთარ ბლოგზე. ასევე გავეცანი სწავლის სხვადასხვა სტილს. განსაკუთრებით მომეწონა ბლოგის ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის გაცნობისა და გამოკითხვების შედეგების ასახვა ბლოგზე.
Saturday, February 20, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.ვისწავლე გამოკითხვის შედეგების მიხედვით დიაგრამების აგება, სლაიდებში ასახვა, შეფასების რუბრიკებზე მუშაობა, კიდევ ერთხელ გავიხსენე ინფორმაციების მოძებნისა და სურვილისამებრ გამოყენების პროცედურები.,
Friday, February 19, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანი საავტორო უფლებებს, დავგეგმე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შევისწავლე სლაიდშოუს შექმნის პროცესები, სურათების გადმოწერის და დამისამართების ეტაპები.
Saturday, February 13, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, ვისწავლე როგორ გამოვიყენო და მოვიძიო სათანადო მიზნისთვის რესურსები, შევქმენი წინასწარი ცოდნის შესაფასებელი სქემები.
Friday, February 12, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ვფიქრობ, ძალიან საჭირო ცოდნა შევიძინე ბლოგის გახსნით. დარწმუნებული ვარ, მიღებული უნარი დამეხმარება მოსწავლეებთან კონტაქტისას სასურველი ინფორმაციის გაცვლაში, ჩემი ნამუშევრების შენახვასა და თავმოყრაში.შევიძინე სხვადასხვა ჩვევა პროგრამაში მუშაობისა. სწავლების წარმმართველის შესანიშნავი გადმოცემისა და სწავლების უნარით ჩემთვის შესაძლებელი გამოდგა აუცილებელი ცოდნის მიღწევა.
Subscribe to:
Posts (Atom)